პროექტის სახელწოდება: ჩემი სკოლა
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებს გავესაუბრები საკუთარი სკოლის ისტორიაზე ბავშვები დაინტერესდნენ უკეთ შეესწავლათ თავიანთი სკოლა და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი , პროექტს სახელად შეურჩიეთ ,,ჩემი სოფელი“
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სკოლის ისტორიას და ქმნიან სკოლის მატიანეს.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები უკეთესად შეიცნობენ საკუთარი სკოლის ღირსებებს შერჩეული თემის დამუშავებას ყველა მოსწავლეს ესგ-ს მიხედვით დადგენილი შედეგების მიღწევაში დაეხმარება კვლევა ძიების უნარჩვევებს განუვითარებს.
მოსწავლეთა ასაკი: 12–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:
სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტივიც უკეთესად შეიცნობენ საკუთარი სკოლის ღირსებებს და შესაძლებლობა ექნებათ სკოლის ღირსებები გააცნონ სხვებსაც.
ელექტრონული ჟურნალი, ბუკლეტი,სკოლაში მუზეუმის პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, საწერ კალამი, ვიდეო, დისკი.
პროექტის მსვლელობა:
საპროექტო ჯგუფს გავაცანი სამუშაო გეგმა, ვინაიდან ჯგუფში არის 14 მოსწავლე გადავწყვიტეთ შეგვექმნა 2–ჯგუფი .
1.ჯგუფს ვაძლევ დავალებას გამოიკვლიონ მოსწავლეებმა საკუთარი სკოლის წარსულს კერძოდ სკოლის დაარსების წლებს,დამფუძნებელთა ბიოგრაფიებს, მათ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ საქმეებს.იკვლევენ ამ სკოლაში მომუშავე პირველი მასწავლებლების ვინაობას, მათ დამსახურებას სკოლის ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში, სკოლის არსებობის წლებს.(დასაწყისიდან დღემდე)
2.ჯგუფს დაევალოს ინტერვიუების აღება იმ კომპეტეტური პიროვნებებისაგან, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ საკვლევი თემის ირგვლივ.აგროვებენ სურატებს ალბომისთვის და ქმნიან ,როგორც საალბომო ,ასევე ელექტრონულ მატიანეს საურველია პატარა მუზეუმის გახსნა სკოლაში.
საპროექტო ჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაციები და მოემზადონ პროექტის პრეზენტაციისთვის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან კავშირი.
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამომუშავდებათ კვლევის უნარ– ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნილაციო უნარები კერძოდ,კითხვის წერის მოსმენის და საუბრის.შეისწავლიან ისტორიულ კვლევას, ისწავლიან ისტორიული მოვლენების აღწერას, აგრეთვე ფოტოალბომის და მუზეუმისთვის ფოტო მასალის შეგროვებით მოსწავლეები გაერევიან კოლექციონერობაშიც. ჩამოუყალიბდებათ გემოვნება და რაც მთავარია ისწავლიან პროექტებზე მუშაობას.
პროექტის ხელმძღვანელი: ხატია ოჩიგავა.
პროექტის ვებ – გვერდი/ბლოგი: xatiaochigava.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий